სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველის ანგარიში ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. მიმდინარე კვირაში დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები დაიწყება, მომდევნო კვირაში კი ნინო ლომჯარიას სხდომაზე მოუსმენენ.

ომბუდსმენის შეფასებით, 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა და რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესება შეინიშნებოდა. ანგარიშის მიხედვით, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას, ასევე, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის ხელშეშლისა და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა თუ მუქარის ფაქტებს.