საკანონმდებლო ინიციატივა

12:20, 30.06.2025
„ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ“ მთავრობის ახალ ინიციატივას დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. კანონპროექტის მიხედვით, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ.
სხვადასხვა კომპანიებს ასევე აეკრძალებათ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი. ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. აღნიშნულ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.

მსგავსი