საკანონმდებლო ინიციატივა

15:20, 17.11.2025

შსს-მ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. დოკუმენტი უკვე წარედგინა საკანონმდებლო ორგანოს. სიახლის მიხედვით, ხმოვანი იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში მისი საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას.

გაზის აეროზოლური მოწყობილობის ანუ (წიწაკის სპრეის იმპორტიც დაექვემდებარება ნებართვას; შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე; ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები შეძლებენ  შემოტანასა და გამოყენებას.

მსგავსი