საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი
პარლამენტი დღეს იმსჯელებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე. სიახლე შეეხება ცილისწამების ნაწილს. მტკიცების ტვირთი გადადის იმ ადამიანზე, რომელმაც მეორე ადამიანს ცილი დასწამა.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეტ პასუხისმგებლობას გააჩენს საზოგადოებაში, ვინმეზე რამის დაბრალების შემთხვევაში.