საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელს დაუპირისპირდება. ეს ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდისთვის იქნება გენერალური რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშებისთვის, რომელსაც 27 აგვისტოს მონტენეგროსთან შინ, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიასთან გასვლაზე გამართავს. ეროვნულ გუნდს ამ შეხვედრებში NBA-ს მოთამაშე, სანდრო მამუკელაშვილი დაეხმარება.
ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლიდან შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 19:15 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.