საკადრო ცვლილებები უკრაინაში აქციების ფონზე 

21:26, 22.07.2026

უკრაინის თავდაცვის მინისტრის შემდეგ თანამდებობას შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელიც ტოვებს.

საპროტესტო აქციების ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოსტიდან ალექსანდრ სირსკიც გაათავისუფლა. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ახალი მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი იქნება. მას უკვე დაევალა მობილიზაციის გეგმის მოწესრიგება, დრონების მიწოდების დაჩქარება და თავდაცვის ახალი სტრატეგიის წარდგენა. 44 წლის გენერალ-მაიორს მიხაილო დრაპატს საკმაოდ დიდი სამხედრო გამოცდილება აქვს. ახლა სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული როგორ შეიცვლება ძალთა ბალანსი ფრონტის ხაზზე. მანამდე კი მხარეებს შორის დრონებითა და რაკეტებით დაპირისპირება გრძელდება. არის მსხვერპლი. პერმანენტული ავიაიერიშების ფონზე ცნობილი ხდება რომ ხვალ მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი შეხვედრას გამართავენ. მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება იქნება.

 

მსგავსი