საჯარო რეესტრის რეფორმები გაერო-ს სესიაზე განიხილეს

15:28, 05.08.2026

გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებს ქვეყნის ხედვა და რეფორმები გააცნო. გაიმართა თემატური სესიებიც. ქართულმა მხარემ მიწისა და უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში დანერგილი ინოვაციური პროდუქტები და ციფრული ტრანსფორმაციის შედეგები წარადგინა. კონფერენციის მიზანია გეოსივრცითი ინფორმაციის ეფექტიანი მართვისა და გამოყენების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და  მხარდაჭერაა.

 

მსგავსი