საიუბილეო საღამო
ამ წუთებში ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამო მიმდინარეობს. ღონისძიებას მოწვეული სტუმრები და მთავრობის წევრები, პრეზიდენტი და პრემიერი ესწრებიან. ალექსანდრე ჩივაძე დამსახურებული ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „თბილისის დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი იყო. მისი ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო მიღწევა, 1981 წელს თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებაა. ალექსანდრე ჩივაძე 1980 წელს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.