საიას საჩივარი სტრასბურგში

მედიის 16 წარმომადგენლის სახელით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს. საია-ში აცხადებენ, რომ გამოძიება არაეფექტიანია და დასჯილია მხოლოდ მოძალადეების ნაწილი.

ორგანიზაცია მოითხოვს, რომ 5 ივლისის საქმეზე დაისაჯონ როგორც ორგანიზატორები, ასევე სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებმაც მათი შეფასებით, წაახალისეს ძალადობა და არ უზრუნველყვეს მოქალაქეების უსაფრთხოება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევის მიმართულებით გაიგზავნა.