საია ნოემბერ-დეკემბერში აქციის დროს დაკავებული პირებისთვის ნივთების უკანონო ჩამორთმევისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაზე საუბრობს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ამ დრომდე დაკავებულთა უმეტესობას საკუთარი ნივთები უკან არ დაბრუნებია. არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.