საია-ს განცხადება

საია „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის ნებართვის გაცემას ასაჩივრებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მოთხოვნა ადგილობრივ მოსახლეობასა და ორგანიზაცია „ბათუმს“ ეკუთვნის.

სულხან სალაძის განმარტებით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის მიღებული, რადგან არაა შესწავლილი პროექტის ურბანული თავსებადობა ქალაქთან, ბულვართან და სანაპირო ზოლთან. ადმინისტრაციული საჩივარი სია-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს, 14:00 საათზე შეაქვს, ხოლო უწყებამ გადაწყვეტილება კი ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოს.