საია-ს განცხადება
საია საკრებულოსთან შეკრებილთა დაკავებას ეხმაურება. პოლიტიკური გამოხატვის გამო, მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოხატვა ვულგარულია და კონკრეტულ პირს მიემართება. სახელმწიფო ვალდებულია, გაითვალისწინოს გამოხატვის კონტექსტი და როლი საჯარო დისკუსიაში.
გარდა ამისა, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს. ეს მსჯელობა პოლიტიკური ფიგურების მიღმა ვრცელდება საჯარო პირებზეც, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ან თუნდაც თანამდებობით არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე. წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.