საია-ს ანგარიში

საია საპროტესტო აქციების ერთ თვეს აჯამებს. „საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საპოლიციო ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს თვითნებურად და ძალადობრივი მეთოდებით არბევდა. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, მიგნებები შეეხება რეპრესიებს, ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ასევე, მათი თქმით, აღნიშნულ ქმედებებზე სრულფასოვანი გამოძიება არ მიმდინარეობს.