საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში

რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ომის ერთი წელი განხილვის თემაა ბრიუსელში. მიმდინარეობს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი. განიხილება რუსეთისთვის სანქციების მეათე პაკეტის დაწესების საკითხიც. დისკუსიას უნდა დასწრებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელიც უკრაინაში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის გამო, ბრიუსელში ვეღარ გაემგზავრა.