საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურს აღჭურვილობა გადაეცა

12:14, 16.01.2026

ამერიკა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234 150 აშშ დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას გადასცემს. აღნიშნული ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, აშშ-ის სამხედრო ჯგუფის დელეგაციასა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გამართეს.

დელეგაციის წევრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობაც დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესის სპეციფიკას.

მსგავსი