სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 20 ივნისის საქმეზე რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს განვითარებული მოვლენების სურათის აღდგენა დღესაც მიმდინარეობდა. პროკურატურამ ადგილზე კიდევ ერთი დაზარალებული მიიყვანა.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.