რა პირობებში უწევდათ პატიმრებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ყოფნა ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იქ არსებულ ვითარებას დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები გაეცნენ. ხონის ციხე გაუქმებულია და მას პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული.
ადგილზე იმყოფებოდა „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც – ბელა ზაქაიძე მოგვიყვება, რა ვითარება დახვდა ადგილზე.