საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი „ვივამედში“

კიდევ ერთი უარი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მიხეილ სააკაშვილი ბიოლოგიური მასალის ჩაბარებას ისევ არ თანხმდება. საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი ექსპერტიზის ჩასატარებლად კლინიკა „ვივამედში“ დღეს უკვე მეოთხედ იმყოფებოდა, თუმცა პროცედურა ამჯერადაც ჩავარდა.

სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა დღეს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატიც. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სპეციალურ სამსახურს არ ენდობიან და უცხოელი ექსპერტების მოწვევას ითხოვენ. შვილის მოსანახულებლად საავადმყოფოში იმყოფებოდა დღეს გიული ალასანიაც. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პეტიცია შედგა. მას მხოლოდ ქალები აწერენ ხელს და სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.