საგამოძიებო მოქმედებები აღმაშენებლის გამზირზე - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

სააგენტო „პრაიმ-ტაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი და ის გიორგი ვაშაძესა და დავით არახამიას ეკუთვნით, აბსურდულს უწოდებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, აღნიშნული ბრალდება მათ წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ნაწილია.