საგამოძიებო მოქმედებები აღმაშენებლის გამზირზე

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის დასრულებულია. შენობა, რომელშიც სავარაუდოდ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება, რამდენიმე მფლობელზეა გაფორმებული. მათ შორის ერთ-ერთი გიორგი ვაშაძის ძმაა, რომელიც ამ შენობის 25%-იანი წილის მფლობელია. ის ადგილზე იმყოფებოდა და მედიასთან განმარტა, რომ კავშირი აქვს მხოლოდ შენობის ერთ სართულზე არსებულ სასტუმროსთან, რომელიც თავად დააფუძნა. სხვა სართულებთან დაკავშირებით კი მას შემხებლობა არ აქვს და ამბობს, რომ არც სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრებზე ფლობს ინფორმაციას.

აღმაშენებლის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებდა. ოფისიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ოფისი დალუქულია.