საგამოძიებო მოქმედებები 20 ივნისის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 20 ივნისის საქმეზე რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 20 ივნისს განვითარებული მოვლენების სურათის აღდგენის მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად პროკურატურამ რუსთაველზე დღეს ორი დაზარალებული მიიყვანა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი არხის ოპერატორი – გიორგი პაჭიკაშვილი.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.