სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 20 ივნისის საქმეზე რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დღეს აქციის დროს დაზარალებულმა ორმა პირმა მიიღო. საქართველოს პროკურატურის განმარტებით, გამოძიების მთავარი მიზანი 20 ივნისს განვითარებული მოვლენების სრული სურათის აღდგენა და ასევე, შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებაა. რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები 11 ივლისიდან ტარდება.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.