რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტები გრძელდება – საუბარია 20 ივნისის საქმეზე. ადგილზე იმყოფებიან დაზარალებულები, რომელთა უშუალო ჩართულობით 2019 წლის მოვლენების აღდგენა ხდება. აღნიშნული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში მიმდინარეობს. დღეს პროცესში სამი პირი მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.