უკვე რამდენიმე საათია, გამოკითხვაზე იმყოფება ჯგუფ „დაიტოვეს“ წევრი ილია ღლონტი, ასევე, სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი აქტივისტი ისაკო დევიძე, რომელიც დღეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ორივე მათგანის სახლში მანამდე ჩხრეკა ჩატარდა, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ნივთმტკიცებები. დღესვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის, იგივე ნენსი ვოლანდის სახლში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
ხატია ჯამალაშვილი იმყოფება თბილისის მთავარ სამმართველოსთან და ბოლო ინფორმაციით შემოგვიერთდება.