ჩხრეკა და დაკავება სამოქალაქო აქტივისტების სახლებში – ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ისაკო დევიძე. განყოფილებაშია გადაყვანილი ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტიც. სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან ჯგუფის კიდევ ერთ დამფუძნებელ, ქრისტინე ბოტკოველის, იგივე ნენსი ვოლანდის სახლთან. ის საგამოძიებო მოქმედებების დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა მიზეზად მძიმე ემოციური ფონი დაასახელეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო ღონისძიებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
თემაზე მუშაობს ხატია ჯამალაშვილი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.