საგამოძიებო მოქმედებები

ცოტა ხნის წინ ჯგუფ „დაიტოვეს“ წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათი აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა. ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს ჯგუფი „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის – ნენსი ვოლანდის ბინაში. კონკრეტულად, რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები, დეტალები უცნობია. ჩხრეკას ადვოკატი შოთა თუთბერიძე ესწრება. ადგილზე მუშაობენ ჩვენი გადამღები ჯგუფები და დეტალებს შემდეგ გამოშვებაში გაგაცნობთ.