პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა გრძელდება – კომისიის წევრების შეკითხვებს დღეს გიორგი გახარია პასუხობს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობა და მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები – სწორედ ამ საკითხების განსახილველად დაიბარა კომისიამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.