საგამოძიებო კომისიის სხდომა
კომისიის წინაშე არაადამიანური მოპყრობისა და მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე დღეს ბესო დანელიამაც ისაუბრა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქციებში მონაწილეობდა, მასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად. ბესო დანელიამ სხდომაზე 2011 წელს მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როდესაც გლდანის მეტროსთან ოჯახის წევრების თვალწინ სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ხერხემალი დაუზიანდა.