ე.წ. ზილების საქმის ფარგლებში ყოფილ ძალოვანს, გოჩა კაკოიშვილს მოუსმინეს. მან დეტალურად გაიხსენა მასზე განხორციელებული ზეწოლა და ძალადობის ფაქტები. ყოფილი ძალოვანის ინფორმაციით, დევნა და შევიწროვება 2006 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციების დაფიქსირების გამო დაიწყო, რასაც 2006 წელს მისი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლება მოჰყვა. ის ორჯერ დააკავეს.