საგამოძიებო კომისიის სხდომა

ფოტოგრაფების საქმის უმძიმესი დეტალები – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამ დრომდე უსმენენ დაზარალებულ ფოტორეპორტიორებს. 2011 წლის მოვლენებს ირაკლი გედენიძე იხსენებს. დღესვე კომისიის წევრების წინაშე ნათია გედენიძეც წარდგება.

გახმაურებული საქმე 2011 წლის 26 მაისის აქციის გაშუქებას უკავშირდება. ოთხი ფოტოგრაფის კადრები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ დარბევას ასახავდა, მაშინ საერთაშორისო პრესაში მოხვდა. ამის შემდეგ ისინი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს.

მანანა დევაძე დეტალებით.