ფოტოგრაფების საქმეზე მსჯელობენ დილიდან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. უსმენენ დაზარალებულ ფოტორეპორტიორს, გიორგი აბდალაძეს. დღესვე კომისიის სხდომაზე მივლენ ირაკლი და ნათია გედენიძეებიც. გახმაურებული საქმე 2011 წლის 26 მაისის აქციის გაშუქებას უკავშირდება.
ოთხი ფოტოგრაფის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი დარბევის ამსახველი ფოტოკადრები საერთაშორისო პრესაში მოხვდა. ამის შემდეგ ისინი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს.
მანანა დევაძე დეტალებით.