საგამოძიებო კომისიის სხდომა

შპს „მაგნატის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბადრი ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურას მიმართეს კომისიის წვერებმა. მსგავსი განცხადება დეპუტატებმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გუშინვე გადაუგზავნეს უწყებას. დილიდან პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უკვე დაიწყო ხაზარაძის საქმეზე გამოძიება. საუბარია კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე. შპს „მაგნატის“ საქმის განხილვის შემდეგ, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძე ფიგურირებდნენ, კომისიამ მოითხოვა მათი სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხების გაცემა, თუმცა, მათ უარი განაცხადეს.