საგამოძიებო კომისიის სხდომა

15:03, 26.03.2025
 2008 წლის აგვისტოს ომსა და იმ დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არარსებულ ვითარებაზე მსჯელობენ დილიდან პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ამ წუთებში დეპუტატები უსმენენ თამაზ ბესტაევს. მანამდე კი კომისიის წევრების კითხვებს, რომელიც ომის დროს არსებულ ვითარებას შეეხებოდა, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა. მისი მოსმენის პირველი ნაწილი საჯარო, მეორე ნაწილი კი დახურული იყო.
აგვისტოს ომამდე არსებულ ვითარებაზე კომისიას ინფორმაცია შიდა ქართლში ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა და პაატა დავითაიამ მიაწოდეს. დავითაია 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.

სხდომის დეტალებით მანანა დევაძე.

მსგავსი