საგამოძიებო კომისიის სხდომა
2008 წლის აგვისტოს ომი და ომამდე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება – ამ საკითხებზე მსჯელობენ დილიდან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. დეპუტატები ამ წუთებში უსმენენ მიხეილ ქარელს, მანამდე კი ისაუბრა პაატა დავითაიამ, რომელიც მაშინ 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა. სხდომის დასაწყისში საგამოძიებო კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმეს პროკურატურას გადაუგზავნიან.
მანანა დევაძე დეტალებით.