საგამოძიებო კომისიის სხდომა

2012-2025 წლებში პოლიტიკოსების მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესების დაზიანების, პაატა ქარდავას სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმეს, წინა ხელისუფლების დროს საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებსა და სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების ეპიზოდებს განხილავენ დილიდან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ამ წუთებში საუბარი მიმდინარეობს ქონების უკანონოდ ჩამორთმევაზე. ამ საკითხზე ვაჟა მანიას, თორნიკე ნიორაძეს, ვალტერ შაკაიას უსმენენ.

მანანა დევაძე დეტალებით.