საგამოძიებო კომისიის სხდომა
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დილიდან გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, დავით ბაქრაძეს მოუსმინეს. მან ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიღების პროცესში ოპოზიციის კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნეგატიურ როლზე ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წელს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უპირობო მიღებას მხარი არ დაუჭირეს, პროცესის გადადება მოითხოვეს და კონკრეტული წინაპირობები დააყენეს.
ბაქრაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტულ ქმედებებში მისი პარტნიორი, ევროპის სახალხო პარტია ეხმარებოდა, რომლის ხელმძღვანელი 2015 წლის მარტში საქართველოში ჩამოვიდა, რა დროსაც ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ახალაიას შეხვდა და განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ერთი წლის შემდეგ, არჩევნების შემდეგ უნდა მიეღო.