დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის ვეტერანების აქციების დარბევის საკითხი განიხილა. კომისიის წევრებმა ჯამში სამ პირს – მიხეილ მესხს, გიორგი ჩითარიშვილსა და მალხაზ თოფურიას მოუსმინეს. ბოლოს კომისიის წინაშე ვეტერანი მალხაზ თოფურია წარდგა. მას 14 წლის წინ განვითარებული მოვლენების გარდა, კომისიის წევრებმა კითხვები 2008 წლის აგვისტოს ომზეც დაუსვეს.
სხდომის დეტალებით მანანა დევაძე.