საგამოძიებო კომისიის სხდომა
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვის, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მოუსმინეს ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს. მან გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბერი, მიმდინარე მოვლენები, ახსენა სააკაშვილი, კეზერაშვილი, უგლავა და ბოკერია. საუბარი შეეხო ბადრი პატარკაციშვილის აქტივებს, ტელეკომპანია „იმედსა“ და გიორგი თარგამაძეს.
მანანა დევაძე დეტალებით.