საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება. კომისიის შექმნას „რეფორმების ჯგუფი“ ითხოვს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომისიის მუშაობის მიზნად უნდა განისაზღვროს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ 5-6 ივლისთან დაკავშირებით, სიმართლე სასამართლომ უნდა დაადგინოს.