საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

ოპოზიცია სავარაუდოდ დღეს მიმართავს პრეზიდენტს, რომ მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის სანქცირების დაწესების შემდეგ ისინი სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრა იქნება ერთგვარი ტესტი, ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა ამ ინიციატივას. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 კანონმდებლის ხმა სჭირდება.