საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა
ორ დღეში „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას აპირებს. ამ ინიციატივის ფარგლებში კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.
გეგმის მიხედვით, 2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს. რის შემდეგაც დროებითი საგამოძიებო კომისია შესაბამის დასკვნასა და რეკომენდაციებს გაასაჯაროებს.