საგამოძიებო კომისიის გახანგრძლივებული მანდატი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას აგრძელებს – ბოლო სამი დღის განმავლობაში კომისიის მთავარი ინტერესი აგვისტოს ომი და მის წინა პერიოდი იყო. გამოიკითხა ყოფილი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, მიზანი 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასებაა. თუმცა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კომისიის კვლევის სფერო მხოლოდ ეს პერიოდი არ იქნება და მუშაობის პროცესი 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეეხება.

კომისიის სხდომაზე დაბარებული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები „ქართული ოცნებისთვის“ იმის მორიგი მტკიცებულებაა, რომ წინა ხელისუფლება ქვეყნისთვის მოღალატეობრივ საქმიანობას ეწეოდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, მათივე შეფასებით, ამ დრომდე აგრძელებს. სწორედ ამ მიზეზით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობს, რომლითაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვენ. ოპოზიცია დაანონსებულ ინიციატივას და კომისიის მუშაობს პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებს.