პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს დასკვნით სხდომას მართავს. განხილეს პროექტი, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პლენარულ სხდომაზე წარადგენენ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების, ამ ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას სწავლობდა. შესწავლის პროცესში არაერთი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირი გამოიკითხა, ნაწილი კომისიის სხდომაზე არ მივიდა, რის გამოც პატიმრობა შეეფარდა.
ოპოზიცია კომისიის საქმიანობას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მიზანი ოპოზიციური ლიდერების დაკავება იყო. პარტია „ხალხის ძალა“ და მმართველი გუნდი კი კომისიის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დასკვნა ისტორიული მნიშვნელობის იქნება.
თათია ტაბეშაძე დეტალებით.