საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოლოდინში
საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესია ოფიციალურად დღეს იხსნება. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს გაეცნობიან. 430-გვერდიან დოკუმენტში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ადამიანის უფლებებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, ციხეებში არსებული მდგომარეობა, ბიზნესის რეკეტი, მედიაზე ზეწოლა, პირადი თვალთვალისა და შანტაჟის შემთხვევები.
მანანა დევაძე დეტალებით.