საგამოძიებო კომისიის დასკვნა და უმრავლესობის დადგენილება

პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლამდე, ქუთაისის შენობაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სხდომა გაიმართა. საპარლამენტო უმცირესობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამ ფორმით “ევროპულმა საქართველომ” ის დადგენილება გააპროტესტა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ხორავას ქუჩის საქმეზე მოამზადა.

73 ხმით დამტკიცებული დოკუმენტი რადიკალურად განსხვავდება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნისგან, რომლის განხილვა უკვე მეორე დღეა, მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მთავარი სადავო საკითხი პირველ დეკემბერს მომხდარ შემზარავ დანაშაულში ერთ-ერთი მონაწილის – მ.კ-ს როლია.

კომისია მთავარი მოწმის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, დადგენილების ავტორები კი სისხლიან გარჩევაში მ.კ-ს როლის გამოკვეთას ითხოვენ.

 

დატოვე კომენტარი