საგამოძიებო კომისიის ანგარიში - შეფასება

საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიან დასკვნას პარლამენტი, დადგენილების სახით, დღევანდელ სესიაზე დაამტკიცებს. ამის შემდეგ კი მმართველი გუნდი მის საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნას და „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების მოთხოვნას გეგმავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და ატარებდა საყოველთაო ხასიათს.

დასკვნა წიგნად არის გამოცემული და როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, მისი ნახვა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება. ოპოზიციაში აღნიშნულ კომისიას არასერიოზულს უწოდებენ და განმარტავენ, რომ მის მიზანი მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაა.