დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი 16 ივნისისთვის გადაიდო. სხდომაზე ხმაური იყო. მანდატურები გიორგი ვაშაძემ და მისმა ადვოკატებმა ძალადობაში დაადანაშაულეს. ინტერესების დამცველებმა შესავალი სიტყვის წარმოთქმაზე უარი თქვეს და პროცესის გადადება მოითხოვეს.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე სხდომაზე შესვლის უფლება მანდატურმა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს არ მისცა. ვაშაძემ კი მათი პროცესზე დასწრება მოითხოვა. საბოლოოდ სხდომა ჩაიშალა და ჩაინიშნა 16 ივნისის 10 საათისთვის.