საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომა თითქმის 5 საათი გაგრძელდა. მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს, დაიკითხა ბრალდების მხარის სამი მოწმე – პარლამენტის აპარატის წევრი, რომელმაც შეტყობინება გაუგზავნა გიორგი ვაშაძეს, საქართველოა ფოსტის კურიერი, რომელმაც წერილი ვაშაძეს ოთხ მისამართზე მიიტანა, თუმცა მას აცერთ მისამართზე ადრესატი არ დახვდა და ასევე დაიკითხა საქმის გამომძიებელი. გიორგი ვაშაძეს ამ საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომელიც უკვე გადაიხადა.