საგამოძიებო ექსპერიმენტი რუსთაველზე

20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტები გრძელდება. რუსთაველის გამზირზე დღეს ორი დაზარალებული მოქალაქე გამოკითხეს. მათ გამომძიებლისა და ექსპერტის შეკითხვებს ადგილზე უპასუხეს და დეტალურად გაიხსენეს 2019 წელს განვითარებული მოვლენები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იმის დასადგენად, იყო თუ არა საპოლიციო მოქმედებები პროპორციული.

რუსთაველის გამზირზე საქართველოს პროკურატურა საგამოძიებო ექსპერიმენტებს 11 ივლისიდან ატარებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიების მთავარი მიზანი 20 ივნისს განვითარებული მოვლენების სრული სურათის აღდგენა და ასევე, შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებაა.