საფრანგეთში საპროტესტო აქციები განახლდა
საფრანგეთში საპროტესტო აქციები განახლდა – პარიზში ათასობით ადამიანმა შეკრება მსვლელობით დაიწყო. მასშტაბური დემონსტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. უსაფრთხოების შენარჩუნებას სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოყვანილი 70 000 პოლიციელი შეეცდება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით დაკავებულია 135 მოქალაქე.
ლევან ახალაია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში პარიზიდან და დეტალურად მოგვიყვება, რა ხდება ამ წუთებში პარიზის ქუჩებში.